გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლება თანხმდება პროპორციულ სისტემას გარკვეული დათქმებით

 “მთელი ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ხელისუფლებას წარედგინება ინიციატივები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა. ​
ახვლედიანის ინფორმაციით, საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, რაზეც ხელისფულება მისივე ინფორმაციით თანახმაა, თუმცა, როგორც ახვლედიანი განმარტავს ხელისუფლებას საკუთარი წინადადებები გააჩნია.
„ხელისუფლება 80 % ზის პარლამენტში, იმ პროპორციულ სისტემაში რაზეც ხელისუფლება დაგვთანხმდება, დამატებით 30 მანდატზე მეტს ითხოვს, ჩვენ ვთავაზობთ გაცილებით უფრო სამართლიან სისტემას, რამდენ პროცენტსაც აიღებს პარტია, იმდენი პროცენტი აიღოს გადასანაწილებელი მანდატების და გადანაწილდეს თანაბრად. ხელისუფლება, ამ ეტაპზე, თანხმდება პროპორციულ სისტემას გარკვეული დათქმებით. ხელისუფლება ასევე ითხოვს ბლოკების გაუქმებას, რის მიზეზადაც ბევრი ერთკაციანი პარტიების არსებობის შესაძლებლობას ასახელებს. ჩვენ ვთავაზობთ ისეთ მოქნილ მექანიზმს, რომელიც წარმოქმნილია ბლოკებთან დაკავშირებით, ხელისუფლება გვთავაზობს პარტიების გაერთიანებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბარიერი უნდა დაიწიოს 3%-მდე და ეს ხელს შეუწყობს ისეთი პარტიების განვითარებას, რომელსაც საზოგადოებაში ნდობა აქვს“, -განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები