სოხუმში ე.წ. პარლამენტის წევრობის კანდიდატის მანქანა დაწვეს (ფოტოკოლაჟი)

სოხუმში ე.წ პარლამენტის წევრობის კანდიდატის, ბატალ აიბას ავტომანქანა დაწვეს. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.
„ავტომობილი ეშბას ქუჩაძე, ბატალ აიბას საარჩევნო შტაბის სიახლოვეს იდგა. აალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია“, – განუცხადა „სპუტნიკს“ სოხუმის პროკურორმა, რუსლან ტირკბამ.
მისი თქმით, პოლიცია ორ ვერსიას განიხილავს – თვითაალება ან განზრახ ცეცხლის გაჩენა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს ე.წ. პარლამენტის „არჩევნები“ ჩატარდა. რამდენიმე ოლქში „არჩევნების“ მეორე ტური დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები