გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველომ კიდევ ერთი შესაძლებლობა გამოიყენა, საერთაშორისო დონეზე საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად.
„მნიშვნელოვანია აზერბაიჯანში ვიზიტი და ჩვენს კოლეგებთან მუშაობა, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც არაერთ პროექტს ვავითარებთ.
ჩვენ აგრეთვე, გვქონდა შესაძლებლობა საერთაშორისო კონტექსტში დაგვეფიქსირებინა ის პოზიციები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში, მეორე მხრივ, საერთაშორისო ინსტიტუტების უფრო ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ოკუპაციის და მსგავსი უსამართლობის შემთხვევები ერთობლივი მუშაობით, ეფექტურად დაიძლიოს.
ჩვენ მოგვეცა ამის დაფიქსირების შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნებთან. იყო ასევე რამდენიმე პირისპირ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რომლებიც ასე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სწორედ საქართველოს დღის წესრიგის წამოწევაში, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 16-17 მარტს ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები