ემზარ კვიციანი: პრეზიდენტთან გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა

“მოსმენების სააგენტოს კანონს ჩვენ არ მივეცით ხმა”, – ამის შესახებ „კვირას’ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.
კვიციანი თვლის, რომ სააგენტო, რომელიც მოსმენების საკითხზე შეიქმნა „სუს“-ის მიერ კონტროლდება. კვიციანის აზრით, სააგენტოში პასუხისმგებლობა მთლიანად სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტზე უნდა იყოს დაკისრებული. როგორც კვიციანი განმარტავს, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ “პატრიოტთა ალიანსის” პოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მხარდაჭერა იქნება.
„კანონპროექტს, რომელიც მოსმენებთან დაკავშირებით შეიქმნა, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ჩვენ ამ საკითხში პრეზიდენტს მხარდაჭერას ვუცხადებთ და მის ვეტოს არ გავემიჯნებით, ჩვენ პრეზიდენტთან გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა, ნებისმიერი მსგავსი სააგენტო მაინც გაკონტროლდება „სუს“-ის მიერ, ამიტომ აჯობებდა, რომ ამ საკითხზე მთლიანი პასუხისმგებლობა „სუს“-ს დაკისრებოდა, რადგან მაინც ფორმალურად თუ არაფორმალურად ეს სამსახური აკონტროლებს ქვეყანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, „პატრიოტთა ალიანსი” თავიდანვე არ უჭერდა მხარს ამ კანონპროექტს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები