უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატომ თქვენ უკვე უნდა შემოგთავაზოთ წევრობის სამოქმედო გეგმა – მაპი

“ნატომ თქვენ უკვე უნდა შემოგთავაზოთ წევრობის სამოქმედო გეგმა – მაპი”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, მან საკუთარი პოზიცია ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროსაც დააფიქსირა.
როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უნგრეთი აღიარებს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ნატოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ახორციელებს.
„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს მისიას ავღანეთში, თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ნატოს ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და გვინდა, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატოს და ნატო უფრო მეტად დაუახლოვდეს საქართველოს, ბევრად დაჩქარებულად, ვიდრე ეს ახლა ხდება”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პიტერ სიიარტო  საქართვლოში 2- დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები