“ბათუმის მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის უდიდესი განსხვავება, რაც ჩვენ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის არსებობს“

“დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბათუმის მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის უდიდესი განსხვავება, რაც ჩვენ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის არსებობს, როგორც ბესელიამ აღნიშნა, სპეციალური დანიშნულების რაზმის, სპეციალური საშუალებების გამოყენება მაშინ მოხდა, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა მსხვერპლის თავიდან აცილება.
მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს ძალიან აქტიურად.
“ჩვენ ველოდებით, რომ გამოაშკარავდეს, ვინ, რომელი პოლიტიკური ჯგუფი იდგა ამის უკან. რომელი პოლიტიკური ჯგუფიც იდგა, ჩანს, მაგრამ ამ პოლიტიკური ჯგუფის რომელი პოლიტიკოსები იდგნენ ამ ყველაფერის უკან და იყვნენ ჩართული ამ პროცესში, ეს უნდა გამოჩნდეს ამ გამოძიების შედეგად”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები