“თი ბი სი ბანკი” მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა მხარდამჭერია

“თი ბი სი ბანკი” მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის – „ლეონარდო დავინჩის” მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის მემორანდუმი “თი ბი სი ბანკსა” და „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს” შორის უკვე გაფორმდა.
ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება, წლევანდელი კონკურსისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.
„ლეონარდო და ვინჩის” მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტებით. მოსწავლეებს თავიანთი კვლევებისა და გამოგონებების წარდგენა 16 ქვეკატეგორიაში შეუძლიათ, მათ შორისაა მიკრობიოლოგია, მათემატიკა, ქიმია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები და სხვ.
“თი ბი სი ბანკი” კონკურს „ლეონარდო და ვინჩის” მხარდაჭერას შარშანაც ახორციელებდა. 2016 წელს ბანკმა თავისი რჩეული გამოავლინა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადასცა, ხოლო ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს “თი ბი სი” სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველი საგანაცხადო ფორმა 2017 წლის 10 აპრილამდე უნდა შეავსონ. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: http://rustaveli.org.ge
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები