დავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს
დავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. როგორც უსუფაშვილმა “განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა, ის გვერდით საკმაოდ ბევრი აქტიური ადამიანის დაყენებას აპირებს.
“პოლიტიკური პარტია იქნება აუცილებლად, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი და წამყვანი”, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ “განსხვავებულ აქცენტებში”.
რაც შეეხება თინა ხიდაშელს, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რაღაც პერიოდის განმავლობაში, პოლიტიკურ საქმიანობას არ შეეხება.