თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კერძოდ, სარემონტო სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხებათ: საბურთალოს, ვაკისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს.
„საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 15:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, ბალანჩივაძის და იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და ცაგარელის ქუჩების მცხოვრებლებს;
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 11:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჩიქოვანის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 14:00 საათამდე – აღმაშენებლის ხეივნის და სოფელ დიღმის მცხოვრებლებს;
 
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე,
შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ნოსრეს, მუშათა, კელაპტრიშვილის, მესხის, ძმობის, ურიდიას და უიარაღოს ქუჩების მაცხოვრებლებს“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.
კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის  და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები