კახაბერ ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ სპონტანურად დაწყებული ბათუმის აქცია ბოროტმა ძალებმა გამოიყენეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, 11 მარტს ბათუმში აქცია სპონტანურად დაიწყო, თუმცა ის ბოროტმა ძალებმა გამოიყენეს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
„ეს მოვლენები, შესაძლოა, დაიწყო სპონტანურად, მაგრამ ბოროტმა ძალებმა გამოიყენეს  სპონტანური პროცესი, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ასე რომ, ეს მტკიცებულებები უკვე არსებობს, მაგრამ მოდით გამოძიებას დაველოდოთ. მე ვენდობი გამოძიებას და საბოლოო დასკვნებს მოვუსმინოთ, როდესაც გამოძიება დამთავრდება”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები