უმრავლესობის დეპუტატი ბათუმის მოვლენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბიძინა გეგიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია ქვეყანაში არეულობა, შესაბამისად, ის ბათუმის მოვლენებს ამ პარტიას უკავშირებს.
„ბათუმის მოვლენებს მეც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუკავშირებ და მგონი, ეს ყველასთვის ცხადია, რადგან მათი ინტერესია ქვეყანაში  მოხდეს არეულობა, დესტაბილიზაცია. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი ჰქონდათ ამისკენ მიდრეკილება. ახლა, როდესაც ნახეს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მათი დაბრუნება გამორიცხულია,  მხოლოდ დესტაბილიზაციით და არეულობით ფიქრობენ  ქვეყანაში თავიანთი პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას“, – განაცხადა გეგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები