ზაზა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობას“ კავშირი ბათუმის მოვლენებთან კადრებით დასტურდება

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ნგრევას არასოდეს მოეშვება და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას კვლავ ეცდება.
მისი თქმით, ბათუმის მოვლენებთან „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს 11-12 მარტის ძალადობის კადრები ადასტურებს.
„სანამ ეს ხალხი ყელყელაობს პოლიტიკაში, სანამ მათი უკრაინაში გადაბარგებული გამგე არსებობს, ესენი არასდროს მოეშვებიან საქართველოს, არასოდეს მოეშვებიან ქვეყნის ნგრევას და ძირის გამოთხრას. ასე რომ, ჩვენს სიმაგრეზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, სადღაც ამას წერტილი უნდა დაესვას. ყველაფერი კანონის დონეზე უნდა შეფასდეს, კანონმა უნდა თქვას თავის სიტყვა და კანონმა უნდა გასცეს პასუხი იმ მოქმედებას, რაც მოხდა. რად უნდა ამას ბევრი მტკიცება?! ხალხი გაჰყვიროდა იქ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ, „სოლიდარობას“ უცხადებდნენ ხალხს. უნდოდათ ყველაფერი არეულიყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა კვლავ ის ძალაუფლება, რაც ადრე ჰქონდა. მეტი არაფერი. კადრებიდან ნათლად ჩანს, როგორ საუბრობდნენ ის ადამიანები, შესაბამისად, დასკვნას აქედან ვაკეთებთ და არა ჩვენი აკვიატებით“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები