ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ბათუმის მოვლენების განვითარებას “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეუწყო ხელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი მოვლენები, “ნაციონალური მოძრაობის” ხელშეწყობის გარეშე ვერ განვითარდებოდა. მისი თქმით, ერთი საკითხია, თუ ვის როგორ უნდა წარმოჩინდეს, მეორე კი ფაქტების თანმიმდევრობა.

“თავისუფალი ზონიდან” წამოსული ხალხი ჯერ კიდევ სექტემბერში ამბობდა, გვავალებდნენ, რომ მოგვეხდინა უწესრიგობა, “მოლოტოვის კოქტეილები” და ა.შ. ის, რაც მოხდა, ფაქტობრივად, ზუსტად აღწერდნენ. შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” სოლიდარობას უცხადებს უკვე ამ დარბევას. იყო შეკრებები სხვა და სხვა ქალაქებში. ამ დროს ჩადის მათი წევრი და ულტიმატუმს უცხადებს შსს-ს წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი ერთად მოწმობს, რა თქმა უნდა, იმას, რომ მათ გარეშე და მათი ერთგვარი ხელშეწყობის, მფარველობისა თუ სურვილის გარეშე ეს ამბავი არ შეიძლება განვიხილოთ. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ვარშალომიძე მეორე დღეს ნიშნავს მიტინგს. ეს, ფაქტობრივად, ორგანიზებული ქაოსის შთაბეჭდილებას ტოვებდა – იწვევდნენ სპეცრაზმს, რომ დაერბიათ, რომ ამის შემდეგ იქ ყოფილიყო სურათი ხელებშეკრული ახალგაზრდების, სისხლის კვალი და შემდეგ დაეკავებინათ პერიმეტრი მშვიდობიან მომიტინგეებს და გარკვეული მაიდნის სცენარი განვითარებულიყო. დანარჩენს და უფრო ზუსტად გამოძიება დაადგენს”, – აცხადებს დეპუტატი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები