თბილისის მეტრო შეუფერხებლად მუშაობს

თბილისის მეტროს “ახმეტელის თეატრი” – “სარაჯიშვილის” მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოიფხვრა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„თბილისის მეტროს “ახმეტელის თეატრი” – “სარაჯიშვილის” მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოიფხვრა 17:45 სთ-ზე, მოძრაობა სრულად აღდგენილია თბილისის მეტროს პირველ ხაზზე (“ახმეტელის თეატრი” – “ვარკეთილი”).
​შეგახსენებთ, რომ 13:35 სთ-დან, ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები არ გადაადგილდებოდა სადგურებზე – “ახმეტელის თეატრი” და “სარაჯიშვილი“ , – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები