გიორგი კვირიკაშვილი: სწორი და გათვლილი სტრატეგიით არის შესაძლებელი, არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა

“ბოლო 4 წლის განმავლობაში სოფლის ხელშეწყობისათვის გადადგმულმა ძალიან მნიშვნელოვანმა და ეფექტიანმა ნაბიჯებმა შექმნა სრული საფუძველი იმისათვის, რომ გადავიდეთ სოფლის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
​როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიქცეს ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ზღვარი ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთა შესაძლებლობებს შორის. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ერთიანი ხედვით, სწორი და გათვლილი სტრატეგიითა და მიდგომით არის შესაძლებელი, არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა.
”ალბათ ყველა იკითხავს: რა არის თანამედროვე სოფელი? ეს არის სოფელი, რომელშიც სივრცითი მოწყობითა და სწორი დაგეგმარებით, შექმნილია მიზიდულობის ახალი ცენტრები, ახალი გზებით, რკინიგზის სადგურებით, აეროპორტებით სარგებლობს როგორც სოფლის მოსახლე, ასევე საქართველოში სოფლად ჩამოსული ტურისტი. თანამედროვეა სოფელი, როცა ათვისებული გვაქვს აგრარული პოტენციალი, განვითარებული გვაქვს ტურიზმი და აგროტურიზმი. თანამედროვე სოფელში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის იქნება განათლება და ჯანდაცვა, სოფლის მცხოვრებლები ჩართულნი იქნებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ ღონისძიებებში. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სოფელს, როდესაც ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვაშენებთ ტექნოპარკებს. დაწყებულია საყოველთაო ინტერნეტიზაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც უზრუნველყოფს წვდომას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომელიც ყველა სოფელში, ყველა ოჯახს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს, შეიტანს მეტ ინფორმაციას და განათლებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები