გიორგი მარგველაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს, ფილიპ ვუჟანოვიჩს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას  საქართველოსა და მონტენეგროს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა აღინიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა ფილიპ ვუჟანოვიჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგის ფხალაძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები