მიზნობრივ ჯგუფებს ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა ექნებათ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა ექნებათ. მიზნობრივ ჯგუფში შედიან პენსიონერები, 0-იდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სჭირდებათ. აღნიშნული სიახლე ძალაში მიმდინარე წლის ივნისიდან შევა.
„მიზნობრივ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები უცვლელად შეუნარჩუნდებათ და ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა დაემატება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის II ტიპი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები – ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომლის სამკურნალო მედიკამენტებიც, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება“, -აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები