დოლიძე პუტინის გადაწყვეტილებაზე: ეს არის კიდევ ერთი დესტრუქციული, მილიტარისტული ნაბიჯი ოკუპანტის მხრიდან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას ოკუპანტების მიერ გადადგმულ კიდევ ერთი დესტრუქციულ, მილიტარისტულ, ნაბიჯს უწოდებს.
„ეს არის კიდევ ერთი დესტრუქციული მილიტარისტული ნაბიჯი ოკუპანტის მხრიდან, რომელიც არ მოიტანს არაფერს. გახლეჩა, გზების გადაკეტვა და სამხედრო აღმშენებლობა, ხალხთან ამგვარი ლაპარაკი და ურთიერთობა, ჩემი აზრით, არ არის გამოსავალი“, -აცხადებს მინისტრი.
​როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რუსეთი ყველა საერთაშორისო ნორმას არღვევს.
“ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენი თანამოქალაქეები საკმაოდ სერიოზული წნეხის ქვეშ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანების გზაზე ნაბიჯებს ვდგამთ, პარალელურად, ორმხრივი, კეთილმეზობლური, ნორმალური ურთიერთობისა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, მაგრამ უკან ვიღებთ ამგვარ ნაბიჯებს. ეს არის წარმოუდგენელი დარღვევა ყველა საერთაშორისო ნორმისა“, – აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები