მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებს ვეღარ მიიღებენ

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.
„მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, 32 000-ს შეადგენს. ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი რჩებიან ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად“, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვა არ შეეხება მათ ოჯახის წევრებს, ანუ იმოქმედებს კონკრეტულ ადამიანზე და არა ოჯახზე.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები საბოლოოდ მთავრობის სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები