გია გაჩეჩილაძე: ბათუმის მოვლენების ბოლომდე გამოძიება არის სერიოზული გეოპოლიტიკური საკითხი

“აქცია პრობლემა არ არის, მაგრამ ის საყურადღებოა, რაც პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
გაჩეჩილაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ორგანიზებულს უწოდებს და მომხდარში „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ხედავს.
„ქვების სროლა აქციებზე ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ამ მოძრაობას აქვს თავისი მიზნები, მათი ძირითადი მიზანი არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დისკრედიტაცია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში დააფიქსირონ როგორმე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის დემოკრატიული. ბათუმის მოვლენების ბოლომდე გამოძიება არის სერიოზული გეოპოლიტიკური საკითხი. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს რადიკალურ დაპირისპირებაში ჩააბას ქვეყანა, რაც რუსეთისთვისაც მომგებიანია, მათთვის ასევე ხელსაყრელია, სოციალური დაძაბულობის კრიზისში ჩააგდონ ქვეყანა“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გაჩეჩილაძე თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. მას მიაჩნია, რომ ბათუმის მოვლენები საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც უკავშირდება.
„ბათუმის მოვლენები არ არის შორს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებისგან, ეს ყველაფერი ერთობლიობაშია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის ერთობლივი გეგმასთან და სხვადასხვა კონფლიქტური კერების გაჩენასთან “, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები