ყაჩაღობა კახეთში – ბოროტმოქმედებმა 440 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს

სოფელ ყარაჯალაში 78 წლის გუში ქამალოღლუს საცხოვრებელ სახლში სამი ნიღბიანი შეიჭრა, მათ დანის მუქარით, 400 ლარამდე თანხა და სანადირო თოფი წაიღეს.
​როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველებმა სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით, ოჯახიდან გატაცებული თანხა და სანადირო თოფი ამოღებულია.სამივე დაკავებული ბრალს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები