არჩილ კაიკაციშვილი: როლანდ ბლადაძის საქმე არის პოლიტიკური საბოტაჟი

ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით, არ აღსრულდა კვირიკაშვილის მითითებები, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
კაიკაციშვილის ინფორმაციით, საქმეზე უნდა შემდგარიყო მორიგება, თუმცა, როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი აცხადებს, სასამართლომ გუშინ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
კაიკაციშვილი ეკონომიკის ყოფილ მინისტრს მთავრობის დადგენილების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, ამავდროულად, ევროპის სასამართლოში მოსამართლე პაპუაშვილის შესახებ ღია წერილის გაგზავნასაც გეგმავს.
„როლანდ ბლადაძის საქმე არის პოლიტიკური საბოტაჟი, კვირიკაშვილმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ქუმსიშვილს დაავალა ამ საქმის აღსრულება, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან არ შესრულდა მთავრობის განკარგულება. ეს არის პოლიტიკური საბოტაჟი ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. აღსანიშნავია ასევე, რომ მოსამართლე პაპუაშვილი არის ევროპის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. „ახლგაზრდა ადვოკატები“ ვემზადებით, რომ ღია წერილი გავუგზავნოთ ევროპულ სასამართლოს პაპუაშვილთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, მე მჯერა, რომ მას სერიოზული პრობლემები შეექმნება“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კაიკაციშვილის ინფორმაციით, ის თავად შეხვდა გიორგი კვირიკაშვილს, რომლის პოზიციაც იყო, რომ საქმესთან დაკავშირებით, სამართლიანობა უნდა აღდგენილიყო და როლანდ ბლადაძეს ჩამორთმეული ქონება უნდა დაბრუნებოდა, ხოლო პაპუაშვილს ალტერნატიული ფართი უნდა გადასცემოდა.
„საქმეში, მტკიცებულების სახით, წარმოდგენილია მთავრობის განკარგულება. როცა შევხვდი პრემიერს, შევთანხმდით, რომ შევიმუშავებდით მორიგების აქტს, თუმცა მისი აღსრულება დღემდე ვერ მოხერხდა”, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები