გიორგი მარგველაშვილი დღეს აზერბაიჯანში გაემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრება.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა, ფორუმის სახელწოდებაა – „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი: ძალაუფლება და ინტერესები“ .
მისი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში კი საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება.