„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, მიუღებელია”

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, მიუღებელია და ვგმობთ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალები რუსეთის ჯარებს უერთდება.
„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, არის მიუღებელი და ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს ვგმობთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ წინადადება დამტკიცებულია. ვლადიმერ პუტინის ბრძანება რუსეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები