ცხინვალის ე.წ. ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ პუტინის ბრძანებას ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ წინადადების დამტკიცების ფაქტს ფაქტს კატეგორიულად გმობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. პუტინის გადაწყვეტილებას რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესის გაგრძელებად აფასებს ქეთევან ციხელაშვილი.
მინისტრი ვიზიტით ვენაში იმყოფება, სადაც მან აღნიშნული ინფორმაცია ეუთოს თანათავმჯდომარეებსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდა.
„80-ზე მეტი ასეთი ე.წ. შეთანხმებაა გაფორმებული,რომელიც საერთაშორისო სამართლით, ცხადაია არანაირ ლეგიტიმაციას არ ატარებს, მაგრამ გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ ფაქტობრივად ამ რეგიონებში ყველა სფეროზე ჰქონდეს ექსკლუზიური გავლენა და რეალურად გადაიდგას ნაბიჯები დე ფაქტო ანექსიისაკენ, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გავაძლიეროთ ის ძალისხმევა, რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.