პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების შესვლას მხარი დაუჭირა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების შესვლას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკების გამართვა და შეთანხმების ხელმოწერა დაავალა.
ე.წ, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში დღეს 1250 ადამიანი შედის, ხოლო 15 ათასი – რეზერვშია.
შეთანხმების მიხედვით, თუ რომელიმე პირმა რუსეთის ჯართან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალებიდან დათხოვნილი უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები