ავტოსაგზაო შემთხვევას მამა და არასრულწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ

 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ქვიშხეთისკენ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 10 წლის გოგონა და შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალნენ.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები