გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 16 მარტს, ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიემგზავრება. ფორუმის სახელწოდებაა „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი: ძალაუფლება და ინტერესები”. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
​მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში კი საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები