ალექსანდრე ჯეჯელავა: არდადეგებზე, ზამთრის კურორტებზე დაახლოებით 10 000 ბავშვი იყო

 „არდადეგებზე, ზამთრის კურორტებზე დაახლოებით 10 000 ბავშვი იყო“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მთის კურორტებზე 300 ბავშვი სახელმწიფო დაფინანსებით იმყოფებოდა.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან იყო სახელმწიფოს დაფინანსებით, ისეთი ხალხი, რომელიც შეიძლება, ვერც ხვდება ზამთრის კურორტებზე თავისით.დიდი მადლობებია. დიდი გეგმები გვაქვს. მომავალ წელს, ვფიქრობთ, მასშტაბი იქნება გაცილებით დიდი.
ფედერაციაც ძალიან დაგვეხმარა. შეჯიბრებები ჩატარდა, სპორტული სკოლები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული და მთის კურორტების კომპანიამ კარგად იმუშავა, ყველანაირად გვერდში გვედგა“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები