გიორგი კვირიკაშვილი: მთის კურორტი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი

„ჩვენს ბავშვებს გაზაფხულის არდადეგები დავუბრუნეთ. ძალიან პოზიტიური ნაბიჯი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთის კურორტი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
„რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს იმ ძალიან კარგი შესაძლებლობით, რომ გაჯანმრთელდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში, ასევე, გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს, მით უფრო უკეთესია. ეს პირველი წელი იყო, როცა ჩვენ ეს დავაბრუნეთ. იმედი მაქვს, ეს მასშტაბი მომავალი წლისთვის გაიზრდება. როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო თუ სპორტსკოლა ემზადება, რომ ინფრასტრუქტურა მოამზადოს იმისათვის, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები