საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან გამართა შეხვედრა. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2017 წლის პირველი ივნისიდან მუშაობას გიორგი დოლიძე შეუდგება;
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წლის 15 ივნისიდან გელა დუმბაძე;
მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2017 წლის 1 აპრილიდან ნიკოლოზ აფხაზავა;
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2017 წლის 15 ივნისიდან ილია დარჩიაშვილი;
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წლის პირველი ივნისიდან დავით სოლომონია;
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი კი, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2017 წლის 15 ივნისიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები