კამპანია „ჩვენი მკითხველის“ ფარგლებში თამაშის: „რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

10 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სოციალურ – საგანმანათლებლო კამპანია „ჩვენი მკითხველის“ ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის: „რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრა.
თამაშის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ღონისძიების მხარდამჭერი კი – ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფინალურ შეჯიბრს 19 გუნდი დაესწრო.
თამაშში პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ბათუმის მოსწავლეთა გუნდი. მესამე ადგილი კი ხობისა და საგარეჯოს გუნდებს ერგოთ.
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ყველა გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა. მათ პრიზები გადასცეს პროექტის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმაც.
კამპანია სამომავლოდაც გაგრძელდება და უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.
შეჯიბრი კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის ვინაობაც მონაწილეებისთვის იმ დღეს გახდა ცნობილი. ესენი არიან: მოსწავლეთა სასახლის დირექტორი – თიკა რუხაძე, მხატვარი ნიკოლოზ შენგელაია, მედიაჰოლდინგ „კვირას“ კომერციული დირექტორი ანა ჩანგიანი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მაშტაბით, საქართველოში პირველად ჩატარდა სოციალურ – საგანმანათლებლო კამპანია „ჩვენი მკითხველი“, რომელიც წარმოდგენილი იყო ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ სახით. ინტელექტუალური თამაში 3 ეტაპისგან შედგებოდა და ის საქართველოს ყველა რაიონს, შემდეგ კი რეგიონს მოიცავდა. აქციის მიზანი რეგიონებში ბიბლიოთეკების პოპულარიზაცია, მკითხველების მოზიდვა და მათ ცნობიერებაში წიგნებისა და სამკითხველოების მიმართ ინტერესის ამაღლება იყო.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საზაფხულო ბანაკი „შერვუდი“, საგანმანათლებლო ცენტრი „ედუჰაუსი“, სადაზღვევო კომპანიოა „არდი“, პიარისა და მარკეტინგის საკომუნიკაციო კომპანია „ჯეპრა“, ინგლისური ჩაის სახლი, კინოთეატრები: „რუსთაველი“ და „ამირანი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები