კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელმაც მართლა გმირულად იმუშავა

მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას, ყველა იმ პოლიციელს, რომელმაც მართლა გმირულად იმუშავა – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბათუმში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამართალდამცავ სტრუქტურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბათუმში სტაბილური სიტუაცია შექმნილიყო.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციას, ყველა იმ პოლიციელს, რომელმაც მართლა გმირულად იმუშავა, გმირული საქმე ჩაიდინა, რადგან გამოყენებული იქნა შესაბამისი ძალა ყოველდგვარი გადამეტების გარეშე, რომ ბათუმში დამდგარიყო სტაბილურობა და ამ მიმართულებით ყველას ძალიან დიდი მადლობა გაწეული საქმიანობისათვის „ -განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები