„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: ბათუმში დღეს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება

ბათუმში დღეს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.
მათივე თქმით, გუშინდელ აქციაზე თავდაპირველად არამხოლოდ ენმ-ის, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა, „ნაციონალური მოძაობის“ წევრების განცხადებით, მას შემდეგ, რაც აქციამ განსხვავებული ხასიათი მიიღო, ისინი გაემიჯნენ აღნიშნულ აქციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები