პრემიერი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ოპოზიციის ნაწილის დესტრუქციულობაზე საუბრობს

ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში განვითარებული  მოვლენების თაობაზე განაცხადა.
პრემიერი ბათუმში იმყოფება. ის   კახა კალაძესთან და გიორგი მღებრიშვილთან ერთად პოლიციის სამმართველოში შეხვედრას მართავს. პრემიერი ოპოზიციის ნაწილს დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს.
„შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას. ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე.  ოპოზიციამ გამოიყენა ადამიანების ძალიან სათუთი ემოციები  იმისათვის, რომ საკუთარ მიზნებს  მიღწიოს და  მათი მიზანი არის ის, რომ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში “, – განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები