ბათუმში ზარალის დათვლა იწყება – ქალაქის მერი დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმში, აჭარის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ქალაქში მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.
რაც შეეხება იმას თუ, რა ოდენობის ზარალი მიადგა ქალაქს გუშინ განვითარებული მოვლენების შედეგად, როგორც ერმაკოვი “კვირასთან” აცხადებს, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს და ზუსტი ციფრი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი თქმით, ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა.
„ეს მოვლენები ძირითადად ვითარდებოდა ტბელ აბუსერიძის ქუჩის მონაკვეთზე, პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, ეს არის დაახლოებით 150-დან 200 მეტრამდე მანძილი. რატომღაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქალაქის ყველა უბანში, ცენტრალურ ნაწილებში მასობრივ არეულობას ჰქონდა ადგილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა.
რაც შეეხება ზიანს, იმ ადგილზე, სადაც მოვლენები ვითარდებოდა, დაზიანებულია ჯებირების გზაგამყოფი, დაზიანებულია სამი შუქნიშანი, დანარჩენის აღდგენა განვახორციელეთ. ასევე დაზიანებულია ტროტურარების ნაწილი, საიდანაც ამოღებულია ფილაქნების ფილები, რომლებიც აქციის მონაწილეების მიერ ვანდალიზმისას იქნა გამოყენებული.
პირველ ეტაპზე სრულად აღვადგინეთ მოძრაობა, ნარჩენებისგან გავწმინდეთ გზის სავალი ნაწილი ახლა დავიწყებთ აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება დაზიანებულ ავტოტრანსპორტს, ჩემი ინფორმაციით, ეს ძირითადად იყო სახელმწიფო ავტოტრანსპორტი, პოლიციის საკუთრებაში არსებული ავტომობილები დაახლოებით ხუთ ერთეულამდე. მათ შორის ერთი აჭარის უმაღლესი საბჭოს საკუთრებაშია. რაც შეეხება თანხობრივ ნაწილს, დავითვლით ზარალს და დაზუსტებული ციფრი მოგვიანებით გვეცოდინება. ამავდროულად ავტოტრანსპორტთან დაკავშირებული მიღებული ზარალი იქნება დადგენილი საგამოძიებო ორგანოების მიერ“, – განაცხადა “კვირასთან” ერმაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები