აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ბათუმის საავადმყოფოებში სულ 34 ადამიანი შეიყვანეს

წუხელ ბათუმის საავადმყოფოებში სულ 34 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია, – ამის შესახებ „კვირას“  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  ლელა სურმანიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დაშავებულებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, ამ დროისთვის საავადმყოფოში ერთი მოქალაქე რჩება.
„სტაციონარში  არცერთი სამართალდამცველი არ მოუთავსებიათ, მათ ძირითადად ზედაპირული ტრავმები აღენიშნებოდათ, რომელიც ბლაგვი საგნით  ჰქონდათ მიყენებული,  შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ  ისინი  გაწერეს. რაც შეეხება სხვა მოქალაქეებს, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი დაშავებული რჩება, მის სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება“, -განუცხადა  „კვირას“ ლელა სურმანიძემ
რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობას, რომელიც  ბათუმში გუშინ განვითარებული მოვლენებისას დაშავდა, მას დღეს ოპერაცია ჩაუტარდება.
„ირაკლი ჭეიშვილი ყველაზე მძიმედ არის დაშავებული, მას ყვრიმალის ძვალი აქვს დაზიანებული და ოპერაციის ჩატარებას საჭიროებს“,- აღნიშნა სურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები