სპეცოპერაცია დასრულდა – ბათუმს სამართალდამცველები აკონტროლებენ

ბათუმში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. გავრცელებული  ინფორმაციით, სამართალდამცველებმა  წესრიგის დამრღვევი რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სპეცრაზმის წარმომადგენლები ქალაქის ქუჩებში არიან განლაგებულნი და სიტუაციას აკონტროლებენ.
ქალაქის ყველა ქუჩა უკვე გაიხსნა. პარალელურად ბათუმში სახანძრო და სასწრაფო ბრიგადებია მობილიზებული.
ცოტა ხნის წინ, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი მივიდა. მისი განცხადებით, ეტაპობრივად, ქალაქის ქუჩებში დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება. როგორც ერმაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმის დასასუფთავებლად ყველა სამსახური მობილიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები