ბათუმში კიდევ ერთი ავტომანქანა დაწვეს – ქალაქში არეულობა გრძელდება

ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში ბენზინით სავსე ბოთლი ისროლეს, რომელიც აფეთქდა და კიდევ ერთ ავტომანქანას გაუჩნდა ცეცხლი.
დაზიანებულია სხვადასხვა ქუჩების ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიქნიშნები, საგზაო ნიშნები. გარდა ამისა,  აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებშიც დაანთეს ცეცხლი.

აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეები გზებზე დამონტაჟებულ ჯებირებს ხსნიან და მათი მეშვეობით გარკვეულ ტერიტორიებს საზღვრავენ.

მოამბის” ბათუმის კორესპონდენტის ცნობით კი, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მერაბ წულუკიძის თქმით, აქციის მონაწილეები საკმაოდ აგრესიულები არიან. მისი ინფორმაციით, ამ წუთებში პოლიციის სამმართველოს ეზოში ორი ავტომანქანა შეიჭრა.

ფოტო – “ნეთგაზეთი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები