გიორგი მღებრიშვილი ბათუმში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უკვე ბათუმში იმყოფება. ის აჭარის პოლიციის მთავარი სამართველოს შენობაში სამართალდამცველებს შეხვდება.

შს მინისტრმა ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან აღნიშნული პირების გათავისუფლების თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა გაითვალისწინა.
შს მინისტრის განმარტებით, გათავისუფლების მიუხედავად, აღნიშნული პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები