გია ვოლსკი: თუ საჭიროა საკადრო თემებსაც უნდა ჩავუღრმავდეთ
როდესაც ოპოზიცია საუბრობს, მათთვის ადვილია განცხადებების გაკეთება, ახლა ბევრი ადამიანი, რომლებსაც დაკავებულები არ აინტერესებს ამ მომენტით ისარგებლებს, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკი თვლის, რომ მომხდარი ინციდენტი მიმართული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ. გია ვოლსი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებასაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ საკადრო პოლიტიკა გადასახედია.
„აქ იყო მღებრიშვილის განცხადება, რომ თუ საჭიროა საკადრო თემებსაც უნდა ჩავუღრმავდეთ, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, მისთვის ადვილია განცხადებების გაკეთება, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, პირადად ჩემთვის ნათელია, რომ ბევრი ადამიანი, ვისაც არც დაკავებულები და დაკავების შინაარსი აინტერესებს, ამ მომენტით აუცილებლად ისარგებლებს და სამწუხაროდ ასეთი ჯგუფები არსებობენ.
მანქანების გადატრიალება და დაწვა არ მომხდარა საქართველოში და ვიღაცას უნდოდა განსხვავებული სურათი ეჩვენებინა, იმ დროს როდესაც ევროპა საქართველოს ევროპის რიგებში აყენებს, ამის წინააღმდეგ გამოლაშქრება ყოველთვის იქნება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.