რას ყვება გათავისუფლებული მძღოლი, რომლის დაკავებასაც დღევანდელი აქციები მოყვა

საპატრულო პოლიციის მიერ დღეს დაკავებული ჯიმი ბარსავიძე, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია, “აჭარის ტელევიზიასთან” კომენტარს აკეთებს და მომხდარზე დეტალურად საუბრობს.
“მოვდიოდით მე და მამაჩემი ძმის საფლავიდან, აფთიაქთან გავაჩერე, ავარიული ჩართული მქონდა და ვთხოვე პატრულს ჯარიმის გარეშე გავეშვით, მაგრამ დაგვაკავეს. არავის არ ვუცემივართ, ისე გამოგვიშვეს. ძალადობას ადგილი მხოლოდ დაკავებისას ჰქონდა, ისე არავის ვუცემივართ. ხალხს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა მძღოლმა, რომლის დაჯარიმებას ბათუმში აქციები მოყვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები