ბათუმში პოლიციის ოთხი მანქანა დაწვეს

ბათუმში, აქციის მონაწილეებმა საპატრულო პოლიციის ოთხი მანქანა დაწვეს. მედიაში გავრცელებული კადრებით, აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციის მანქანას ჯერ  ქვებით და ფეხებით დაამსხვრიეს, დაზიანებული მანქანა კი  მთავარი სამმართველოს ჭიშკართან მიიტანეს, სადაც ცეცხლი წაუკიდეს.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი ნაგვის ურნებს და ხეებსაც წაუკიდეს.
სამმართველოს ეზოში სპეცრაზმი ამ დრომდეა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად ხელს არ უშლიან, თუმცა პერიოდულად ტერიტორიაზე ცრემლსადენ გაზს უშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები