უჩა ნანუაშვილი: დაკავებულები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს

საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
„სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადმიანის ფუნდამენტური უფლებაა. პოლიციის უმთავრესი ვალდებულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და იმედოვნებს, რომ პოლიცია არ გაცდება კანონის ფარგლებს და უზრუნველყოფს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.
აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ პირებს, მათ შორის ავტომობილის მძღოლს, რომლის დაჯარიმებასაც მოყვა პროტესტი. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან მოვლენების განვითარებას”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები