ომბუდსმენის აპარატი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ომბუდსმენის აპარატი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბათუმში დაკავებული ექვსივე პირი აცხადებს, რომ არანაირი პრეტენზია, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე ან დისკრიმინაციის გამოვლინებაზე არ გააჩნიათ.
”ბათუმში მიმდინარე აქციას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ვაკვირდებით. შევხვდით ექვსივე დაკავებულს, რომლებიც აცხადებენ, რომ არანაირი პრეტენზია პოლიციელების მიმართ, დაკავებისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე არ აქვთ და ასევე ადგილი არ ჰქონია გარკვეული დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენებასაც. გავაგრძელებთ დაკვირვებას. თუმცა სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს, როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე შსს-ს სიმშვიდისკენ. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნას როგორც გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება, ასევე სიმშვიდის წესრიგისა და უსაფრთხოების უფლება”, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები