სუს-ი: საოკუპაციო ზოლთან გატაცების ფაქტს ადგილი არ ჰქონია

კვირას” ინფორმაციით, შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის კარალეთის ბაზის თანამშრომელი, 1974 წელს დაბადებული, თორნიკე აბლოთია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, უკვე ბაზაზე იმყოფება.
“კვირა” ინფორმაციის გადასამოწმებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.
როგორც “კვირას” სუს-ში განუცხადეს, გატაცების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
”თორნიკე აბლოთიას გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც უკვე მოგვარებულია. აბლოთია ამჟამად დისლოკაციის ადგილზე იმყოფება”, – აცხადებენ სუს-ში.
ე.წ. მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის გატაცებაზე ინფორმაცია მედიასაშუალებებში დღეს გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები