კახა კალაძე: პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს საინტერესო არ არის

“პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.
“საბოლოო დოკუმენტი უახლოეს მომავალში დაიდება. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი სამუშაო იქნა გაწეული, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. ასე რომ, პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს ის საბოლოოდ.
ზოგადად, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ქვეყანას, ჩვენს მომავალს სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლი კობახიძის განცხადებას მე მოვუსმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი. რაც შეეხება კონსტიტუციას, ამაზე მუშაობენ ადამიანები, ვინც იცის ეს საქმე და დარწმუნებული ვარ, საბოლოო დოკუმენტი იქნება ძალიან გამართული და მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები