მეუფე პეტრე: ჩემი დათხოვნის გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა მიიღო

„ჩემი დათხოვნის გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა მიიღო“, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიაში მისულმა მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, რომელიც, სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზიის მმართველობას ჩამოშორდა.
“მოვიდა დრო, რომ სხვამ უფრო მეტი გააკეთოს საპატრიარქოს ტელევიზიისთვის. მე რაც შევძელი, გავაკეთე. უწმინდესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა ვინმე სხვამ, (ვინ) ჯერ არ ვიცი. არის ასეთი სიბრძნე: თუ ადამიანმა დაკარგა თანამდებობა, არაფერი არ დაუკარგავს. თუ დაკარგა ფული ან ქონება, არაფერი არ დაუკარგავს. თუ ადამიანმა დაკარგა ჯანმრთელობა, არა უშავს, შეიძლება, დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ თუ დაკარგა მადლი, ყველაფერი უკვე დაკარგული აქვს. ამას თვითონ უწმინდესი ქადაგებს ხშირად, მე ვცდილობ, მადლი არ დავკარგო,” – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მეუფე პეტრე სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ მივიდა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაში”, სადაც მას თანამშრომლების ნაწილი ფოიეში ელოდებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 მარტს, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები