დიდი ჯიხაიშის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. გამგეობისა და GWP-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 1.2 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა, შედეგად, დიდი ჯიხაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა: წყალსადნის ქსელის 3.6 კმ. სიგრძის და წყალარინების ქსელის 1.7 კმ. სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეცვალა და 19 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. სამუშაოს პარალელურად, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დიდი ჯიხაიშის ქუჩის ნაწილზე ასფალტის ახალი საფარის დაგება დაიწყო.
ნაძალადევის რაიონში, ახალი ქსელის ექსპლოატაციაში გაშვების მიზნით, კომპანია გადაერთების სამუშაოებს ეტაპობრივად, 10 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც მოსახლეობას პერიოდულად, რამდენიმე საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომპანია წინასწარ, SMS შეტყობინებით და მედია საშუალებით გაავრცელებს.
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების I ეტაპი ხვალ დაიწყება, რის გამოც 10 მარტის, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: ჯავის, ზედაზენის, იმერეთის, გრუზინსკის, კოკინაკის და მოლიკოვის ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები  მოკლე დროში დაასრულოს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები