ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.4596 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი მისი ფასი 2.4604 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6003 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი მისი ფასი 2.6048 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები